ირანში პროტესტის დაწყების შემდეგ ხელისუფლების მხარდამჭერი შეიარაღებული ძალების 3 წევრია დაღუპული. Reuters-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება., რომ მოკლულია პროსამთავრობო გასამხედროებული ორგანიზაცია „ბასიჯის“ წევრი .
„ბასიჯი“ არის ირანელი მოხალისეების სამხედრო დაჯგუფება, რომელიც 1979 წელს ირან-ერაყის ომის დაწყებამდე შეიქმნა. 1982 წელს ის ირანის რევოლუციის მცველთა კორპუსს შეუერთდა და სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადავიდა.
ირანში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციაში წაყვანის შემდეგ 22 წლის ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.
22 წლის სტუდენტი მახსა ამინი პოლიციამ ჰიჯაბის არასწორი ტარებისთვის დააკავა. ქალი გათავისუფლების შემდეგ 3 დღეში გარდაიცვალა. ხელისუფლების ვერსიით, მას გულის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ, ნათესავები ამბობენ, რომ მახსას გულის პრობლემები არასოდეს ჰქონია და ის პოლიციაში სასტიკად სცემეს. მათივე თქმით, სწორედ ამას მოჰყვა ქალის გარდაცვალება. ირანში საპროტესტო აქციებში ქალებიც მონაწილეობენ. ისინი ჰიჯაბებს წვავენ და თმებს მოკლედ იჭრიან.
საპროტესტო აქციებზე ამ დღეების განმავლობაში 9 ადამიანზე მეტი დაიღუპა.
კომენტარები