თადარიგის პოლკოვნიკი, გიორგი თავდგირიძე:
კარგია როდესაც უკრაინას ვგულშემატკივრობთ, მაგრამ როდესაც მოვლენების შეფასებას ვიწყებთ, მარგო სიმონიანის პროპაგანდის მეთოდებამდე არ უნდა დავეცეთ. მობილიზაცია არ არის რუსეთის მარცხის დამამტკიცებელი და არც რუსეთში რევოლუციის საფუძველი.
რუსეთში გამოცხადდა ნაწილობრივი მობილიზაცია. ნაწილობრივი მასში მხოლოდ სათაურია. რეალურად თავდაცვის უწყებამ მიიღო შესაძლებლობა სამხედრო სამსახურში წაიყვანოს ყველა სამხედრო ვალდებული.
მივყვეთ რიცხვებს, 18-45 წლამდე 27 წელია, წელიწადში სამხედრო სავალდებულო სამსახურს იხდის 300 ათასი მოქალაქე. მხოლოდ ამ კატეგორიაში, რუსეთს სამობილიზაციო რესურსი უგროვდება 8 მილიონი სხვადასხვა სამხედრო სპეციალობის ადამიანი, აქედან დაახლოებით 1 800 000 ადამიანს სამხედრო სამსახურში დასაბრუნებლად წვრთნა არ ჭირდება, რაკი მათ სამხედრო სამსახურის დასრულებიდან არ გასულა 6 წელზე მეტი ( ამ ვადის განმავლობაში კვალიფიკაცია შენარჩუნებულია ), ხოლო კიდე 3 მილიონ ადამიანს მხოლოდ მოკლევადიანი გადამზადების კურსი სჭირდება ( მაქსიმუმ 4 კვირა). დანარჩენები მეტნაკლები ხანგრძლივობის სპეციალური კურსის შემდეგ მზად იქნებიან ამოცანათა ფართო სპექტრისთვის გამოსაყენებლად. გარდა ამისა, რუსეთში ასევე არიან საკონტრაქტო სამსახურ გამოვლილი ადამიანები, 230 ათასი საშტატო ადგილისთვის წლიური დენადობა იქნება მინიმუმ 20 ათასი ადამიანი. ყველაზე კრიტიკული შეფასებით მათი ნახევარიც თუ ექცევა 45 წლამდე ასაკობრივ ზღვარში, მივიღებთ, რომ 5 მილიონი სპეციალისტია კიდე რესურსი ( 20 000 X (27 წელს – 10 წელიმსახურის ვადა) = 5 400 000 ). გარდა ამისა არსებობს ოფიცერთა კატეგორია, რომლებიც შტატს გარეშე იყვნენ ( რეფორმების შემდეგ საშტატო ადგილები შეამცირეს, მაგრამ შეცვლილი საკადრო პოლიტიკის გამო ისინი ჯარიდან არ დაითხოვეს) დაახლოებით 100 ათასი ოფიცერი, მათ ემატებათ რეზერვის ოფიცრები და ყოველწლიურად სამხედროაკადემია დამთავრებული 15 ათასი ლეიტენანტი.
– 14 მილიონი რეზერვისტი, რიგითიდან მაიორის ჩათვლით, მზარეულიდან ტანკისტამდე, საკმაოდ შთამბეჭდავი რესურსია.
– მითია რომ რეზერვიდან მობილიზებული ხალხის გამოყენების შემდეგ არმია უფრო სუსტი ხდება. მსხვილმაშტაბიანი ომების დროს, ბრძოლაში ქვეყნები ერთვება მობილიზებული არმიებით და არა ყაზარმაში მყოფი ჯარით.
– კიდე ერთი მითია, რომ მათ შესაიარაღებლად საკმარისი იარაღი არ არსებობს, არ იქნება საკმარისი აკ 74-ი დაურიგებენ აკ 47-ს, არ იქნება საკმარისი – პპშ-ს, ან სულაც მოსინის კარაბინს დაარიგებენ. ბრძოლა შეიძლება ყველაფრით რაც გაქვს, თანას ეს რაც გაქვს თუ 100 მეტრზე შორს ისვრის.
მოკლედ დასკვნის სახით რუსეთმა უკრაინასთან ომში გადაჭრა თავისი ერთ ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი, ცოცხალი ძალის მწვავე დეფიციტის საკითხი და ამ ომს ახალი იმპულსი შეძინა. უახლოეს რამდენიმე კვირაში უკრაინელებს საბრძოლო ამოცანები დაუმძიმდება ფრონტის მთელ ხაზზე.
შეიძლება თუ არა მობილიზაციამ გამოიწვიოს რევოლუცია რუსეთში? შეიძლება, მაგრამ არ გამოიწვევს. შეიძლება თუ არა რუსმა ახალგაზრდებმა მასობრივად თავი აარიდონ გაწვევას? შეიძლება, მაგრამ არ აარიდებენ? შიძლება თუ არა ალა პუგაჩოვა “გალოდნი ბუნტის” ლიდერად მოგვევლინოს? შეიძლება, მაგრამ ბუნტი არ ჩანს. მოკლედ ის რაც არ მომხდარა, რაც შეიძლება მომავალში მოხდეს, დღევანდელ ვითარებაზე გავლენას ვერ მოახდენს, ამიტომ ანალიზი მოცემულობას და არსებულ რეალობას უნდა ეყრდნობოდეს.
რას მიაღწევს რუსეთი ბრძოლის ველზე? გერმანული ორგანიზებულობით, ფორსირებული მოქმედებებით და მუყაითი გარჯით შეიძლება მოასწროს ფრონტის ხაზზის დასტაბილურება, ქვედანაყოფების დაკომპლექტების 90 პროცენტიან ნიშნულამდე მიყვანის ხარჯზე. ფაქტიურად მობილიზაციით რუსეთმა ამ ომში მიიღო ახალი მძლავრი იმპულსი და ომი გაახანგრძლივა მინიმუმ 6-8 თვით. ვუშვებ იმას, რომ უკრაინამ შეიძლება უახლოეს ერთ კვირაში განახორციელოს მძლავრი შეტევა, ჩამოშალოს ჯერ კიდე გამოფიტული რუსული არმიია და აზრი დაუკარგოს მობილიზაციას, მაგრამ ამის ინდიკატორები არ გვაქვს. ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
რა თქმა უნდა 14 მილიონიანი სამობილიზაციო რესურსი არ ნიშნავს, რომ მისი ათვისება მარტივია ან სრულადაა შესაძლებელი. როგორც წესი ამ ციფრის მხოლოდ 10 %-ია ხელმისაწვდომი და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ეს ომი ძალიან არაპოპულარულია, სამობილიზაციო სისტემა მოუქნელი, კომისარიატები კორუმპირებული, საზღვარგარეთ წასვლა ადვილი, 300 ათასი კაცის მობილიზება მოკლე დროში არის სწორედ ის ზედა ზღვარი, რაც რუსებს შეუძლიათ.
პ.ს. იმისთვის რომ რუსეთმა მოახდინოს გარდატეხა უკრაინასთან ომში, იმისთვის რომ გამარჯვების თეორიული შანსი მაინც გაუჩნდეს, მას აუცილებლად სჭირდება შეტევითი პოტენციალის აღდგენა ( მხოლოდ მობილიზაციით ამის მიღწევა შეუძლებელია) და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ( მოკლე დროში ესეც შეუძლებელია და არც ისეთი პარტნიორები ყავს რუსეთს, რომ თუნდაც სამომავლოდ ახალი ტექნოლოგიებით უზრუნველყოს). რაც შეეხება ომის შემდეგი 6-8 თვით გახანგრძლივებას, ორი მნიშვნელოვანი რამ ჭირდებათ რუსებს ქვეყნის ომის რელსებზე გადაყვანა და სტალინის რკინის ხელი მართველობაში. ომის რელსებზე გადასვლა თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ მკაცრი საშემსრულებლო დისციპლინა პრაქტიკულად გამორიცხულია.
ომის ვადას რაც ზრდის ვნახეთ, მაგრამ ასევე ვხედავთ ამ ომის ვადების შემცირების ფაქტორებსაც, დასავლური მაღალტექნოლოგიური იარაღის მიწოდების ზრდა და უკრაინის არმიის ოპერატიულ-ტაქტიკური მოქმედების დახვეწა. ანუ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქვს არა მხოლოდ ბრძოლის მაღალტექნოლოგიური საშუალებები არამედ ბრძოლის დახვეწილი ტაქტიკაც.
კომენტარები