სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრი ზუკა ბერძენიშვილი ფეისბუქზე ასთი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
“ათასიდან ერთ-ერთ დაკავებაზე, ათასიდან ერთ-ერთ სარჩელზე, სტრასბურგის სასამართლომ სამართლიანი სასამართლოს და შეკრება/მანიფესტაციის უფლების სახელმწიფოს მხრიდან დარღვევის პრეტენზიები სამიდან ორი მოსარჩელის (ჩემი და გიგას) შემთხვევაში არ გაიზიარა და მესამის, ირაკლი კაჭარავას შემთხვევაში – დაგვიდასტურა.
დილიდან ოცდაჩვიდმეტი გამოტოვებული
ზარი რომ დამხვდა ვიფიქრე რა ხდება, დავეჭვდი, ნამდვილად სოფელში მძინავს თუ სადმე პიკეტზე მეთქი. თურმე რუსთავი2, პოსტივი, იმედი ჭკუაზე არ არიან, რაც მთავარია, შენ ხომ არ დაგიკმაყოფილესო.
ტროლებსაც მიეცათ ორი კაპიკის გაკეთების საშუალება, ზოგი პოსტში მთაგავს რაღა გეშველებაო, ზოგი სულ სხვა თემების კომენტარებში შემოყარეს, შენ ის არა ხარო?
მწერენ, ალბათ როგორ გრცხვენია ეხლა, რომ პროპორციულ არჩევნებზე ქვეყნის გადაგდება არ გაუტარე ბიძინას, გააპროტესტე და ციხეშიც კი ჩაჯექიო. აბა აბაა, ვიწვი სირცხვილით )))
მინდა მოგახსენოთ, მეგობრებო, ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე გრძნობს: ჯერ სად ხარ ბორინკა დარაგოი, შენი და შენი პატრონის დედის$$$ა გარდაუვალია, შენი მონების სიხარული კი – წამიერი.
ყველაფერი წინ არის:
პროპორციული არჩევნებიც
დეოლიგარქიზებული საქართველოც
კოალიციური მმართველობაც
სამართლიანი სასამართლოც
უკრაინის გამარჯვებაც
რუსეთის და რუსეთუმეების დამარცხებაც
და ნაომარი აქტივისტების სრულმასშტაბიანი ზარ-ზეიმიც
პ.ს. მიხარია რომ სტრასბურგის პასუხებზე ასეთი ინტერესია, კიდევ ბევრი იქნება, stay tuned…”
კომენტარები