სოსო გოგაშვილის მეუღლე, თია მარტყოფლიშვილი ამბობს, რომ დააყადაღეს არა 15, არამედ 3 ავტომანქანა. მისივე თქმით, თუ ავტომობილებში “რამე აღმოჩნდება”, პასუხისმგებლობა დაეკისრება შს მინისტრს, სუს-ის უფროსსა და გენერალურ პროკურორს.
“შოთაძეს, ლილუაშვილს და ვახტანგ გომელაურს ვაკისრებ [პასუხისმგებლობას], ჩვენს კუთვნილ მანქანებში, რომ რამე აღმოჩნდეს და მინდა, აქედან საზოგადოებას ვუთხრა, რომ 15 ძვირადღირებულ მანქანა კი არ ამოიღეს, 3 ავტომანქანა ამოიღეს, რომელიც არის “,ტოიოტა პრადო”, “ელანტრა” და “მერსედესი”, – ამბობს თია მარტყოფიშვილი
“ლევიკოს ნერვებმა უმტყუნა, რომ სასწრაფო წესით დაიწყეს ჩვენი ქონებების დაყადაღებები… დაიწყეს წაყვანა მანქანების, მაგრამ მინდა ვუთხრა, რომ სკუტერი გვყავს სახლში, ველოსიპედი და ეგ დაავიწყდა, რომ წაეყვანა… ახლა მაგით გადავადგილდებით. ჩვენ მაგ შესრულებული მუქარების არ გვეშინია დარჩა კიდევ ერთი მუქარა, რასაც ველოდებით ოჯახის ამოწყვეტა” – ამბობს ნიკა გოგაშვილი
შეგახსენებთ, რომ თბილისში, კახეთსა და იმერეთში, გოგაშვილის ოჯახისა და მათი გარემოცვის ბინები, ნაკვეთები, მანქანები, იარაღები დააყადაღეს.
კომენტარები