“ენმ”–ის წევრი, რომან გოცირიძე:
“ახალი სპორტის სასახლე ნაცვლად 71 მილიონი ლარისა, დაჯდა 96 მილიონი ლარი. 25 მილიონი ლარი მოიპარეს. ეს სასახლე ფაქტობრივად სასაფლაოშია ჩადგმული. გუშინ პარლამენტის სხდომაზე წულუკიანმა განაცხადა, როცა ამ სასახლეში მივდიოდი, უცბად ბაბუაჩემის საფლავს მოვკარი თვალიო, გავაჩერე მანქანა და მივედიო, დაცვა და თანმხლები პირები გაკვირვებულები დარჩნენო. ვერავნ გაიგო ამ უტიფარი ხუმრობის მორალი.
სასაფლაოზე ამ სახის ნაგებობის აშენება იყო ამორალური გადაწყვეტილება. ტრანსპორტის მოძრაობას რაც მოსდის, როცა ღონისძიება ტარდება, კი გამოვცადეთ. კიდევ უფრო დიდი ამორალურობაა, როცა სპორტს განაგებს ადამიანი, რომელსაც ფეხბურთისა და რაგბის ბურთი ერთმანეთისგან ვერ განუსხვავებია. დაერია სპორტულ ფედერაციებს, რომლებიც კანონით მთავრობისაგან დამოუკიდებელნი არიან. ამ შემთხვევაში მოტივი პოლიტიკური არ არის, მისი ნატურის გამოვლინებაა, კუ და მორიელის ამბავის მსგავსად. რომ არ დაიგესლოს, არ შეუძლია. კუსაც თავის ზნე აქვს-უნდა ჩამოირეცხოს და წყალს გაატანოს.
ათი წელია ივანიშვილმა ეს ქალი დაასვა ქვეყანას. მარტო ამისთვის ეკუთვნის დასანქცირება.”
კომენტარები