ირანში, ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, მასშტაბური საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე, 36 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის ხელისუფლება, თავის მხრივ, აცხადებს, რომ დაიღუპა 17 ადამიანი, მათ შორის უსაფრთხოების ხუთი თანამშრომელი. დაშავდა ასობით პირი.
ხოლო ირანის სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანმა ხუთშაბათს გვიან ღამით განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებზე 26 ადამიანი დაიღუპა – ამის შესახებ ინფორმაციას abcnews ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორისაა რამდენიმე პოლიციელიც.
შეგახსენებთ, რომ ირანში საპროტესტო აქციები მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.
ამინი თეირანში 13 სექტემბერს მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დააპატიმრა.დაკავებიდან რამდენიმე საათში მის ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სამ დღეში გარდაიცვალა.ირანის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, გარდაცვლილის ოჯახი კი ამბობს, რომ გოგონა ძალადობის მსხვერპლი გახდა.
კომენტარები