ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ასეთ ინფორმაციას ავრცელებს:
ბავშვი დაკარგა სახელმწიფომ!
გუშინ დედას რომ არ გამოატანეს ბავშვი, რომელიც მამის ნაცნობებთან იყო დატოვებული, დღეს ის ბავშვი დაიკარგა. აი, ასე, დედამ ხომ არ იცის სად არის, არც პოლიციამ იცის და არც სოციალურმა სააგენტომ. ანუ ბავშვის მეურვემ და სახელმწიფომ არ იცის, სად არის ბავშვი. ისევ პოლიციაში არიან დედა და საფარის თანამშრომლები.
გუშინვე ვამბობდი, რომ ეს მოხდებოდა. რა უნდოდა ამის გათვლას? მეთქი უბავშვოდ თუ წამოხვალთ, ხვალ იქ აღარ დაგხვდებათ. საქართველოს მოქალაქეებიც კი არ არიან ის ხალხი, ვინც ბავშვს მალავს. დსაერთოდ რამდენს ბედავენ მოძალადეები და მათი ტუტუცი ადვოკატები ამ ქვეყანაში?! სადამდე უნდა იდებილებდეს თავს პოლიცია და სოცსააგენტო?! დროზე იპოვნეთ ბავშვი, არაკომპეტენტურო უსაქმურებო!
კომენტარები