მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრი, გიორგი მუმლაძე, ვიდეომიმართვის შემდეგ, სადაც ამტკიცებს, რომ “ენმ”-ის ოფისში მას და კიდევ 6 ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მაშინ, როცა ნიკა მელიასთან შესახვედრად მივიდა და ამ დაპირისპირებაში მონაწილეობდა ნიკა მელიაც, მისი დაცვის წევრებიც, მძღოლი და სხვა პირებიც, ამის შემდეგ კი “ენმ”-ის წევრები ემუქრებიან, აქვეყნებს სქრინებს და წერს:
“აი ესაა ეს “კანცელარიის ვირთხა” კლასიკური ჩმორი პროვოკატორი, რომლის მუქარებზე მეცინება, როგორც ხედავთ, მაგრამ ხელფასისთვის მზადაა ყველა ნაძირლობისთვის ალბათ. ამ იარაღს ნამდვილად @აკში გავუკეთებ ამ ჩმორს!
დღევანდელი ამ ფაქტის გამო, ვალდებული ვიყავი მესაუბრა საჯაროდ!
რადგან ასეთ ერთუჯრედიანებს, სათანადო ადგილი მიეჩინოთ!”
თავის მხრივ, თენგო საჯაია, ასევე სოციალურ ქსელში, წერს:
1- რაღაც მოძრაობის დამფუძნებელი ვითომ ლიდერი რომ ხარ, ნაცმოძრაობაში ვინ იქნება თავჯდომარე და ა.შ. ვინ გეკითხება.
2- დაფინანსება რომ შეგიჩერა იმ ადამიანს რატომ არ მოკითხე პასუხი და პარტიას რატომ სთხოვდით ფულს.
3- ახალი ადამიანები რომ უნდა მოგეზიდათ რატომ არ დაგიდგათ გვერდში არავინ შენი სანაცნობო წრიდან ან ახალგაზრდა სტუდენტი, ან შუახნის ან ასაკოვანი ადამიანი.
4- სხვის დაორგანიზებულ აქციაზე, სხვის გამოყვანილ ხალხთან სიტყვით გამოსვლა რომ გინდოდათ და ამის საშუალებას არ გაძლევდნენ, შენთვითონ რატომ არ აანონსებ აქციებს შენი მოძრაობის სახელით.
5- მიშას დედას რომ აგინებდი სტუდენტებთან, აუხსენი რომ მაშინ შევცდი და არაკაცურად ვიქცეოდიო?.
1- არავინ გეკითხება ნაცმოძრაობაში ვინ იქნება თავჯდომარე, ამას გადავწყვიტავთ ამ პარტიის წევრები. შენს მოძრაობაში გადაწყვიტე მსგავსი საკითხები თუ გადაგაწყვეტინეს.
2- რაში უნდა ეხადათ შენთვის ფული რომ ისევ ნაცმოძრაობის აქტივს თუ უნდა ეკეთებინა და აკეთებდა კიდეც საქმეს როცა ვიღაცეებს კარვის ნაცვლად ნაქირავებ ბინაში ეძინათ ღამე.
3- ახალი ადამიანები კიარა ყველა გაგექცათ თითქმის ჩემზე უკეთ მოგეხსენება
4 – შენ დაძახებულ აქციაზე არავინ მოდის და ეს არაერთხელ გვინახავს და როცა სხვა აორგანიზებს და გამოჰყავს ხალხი კეთილი ინებე და ხელს ნუ შეუშლი, უშლი.
5- ადამიანს დედას რომ შეაგინებ და მერე მის მზეს იფიცები, ყველაზე დიშოვი საქციელია რომელიც შეიძლება გაპატიონ, მაგრამ არ მართლდება.
კომენტარები