ენმ-ის პოლიტ.საბჭოს წევრი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, გიორგი პატარაია:
ეჰ, მართლა რამდენი რამე გავიარეთ, რამდენი „გასტროლიორი“ გვინახავს, რამდენი გადამხტარი, რამდენი მედროვე, რამდენი შემოტევა გვახსოვს და პარტიის დანგრევის რამდენი მუქარა გვსმენია, რამდენი სახედაკარგული ადამიანი ვნახეთ და სამწუხაროდ, ეს პროცესი დღესაც გრძელდება. ყოველდღე ვხედავთ როგორ კარგავენ ადამიანები სახეს…
და ეს სახედაკარგულები ჩვენგან “იცავენ“ მიშას, რეალურად კი მის სახელს იყენებენ ჩვენთან ბრძოლაში, მიშას სახელს ეფარებიან და ისე უთხრიან ძირს მის დაარსებულ პარტიას!
ზოგი ჩემ პარტიას, დიახ, ჩემ პარტიას, ტრამპლინად განიხილავს, ტრამპლინისთვის სჭირდება. ეს პარტია ჩემთვის და ჩემი თანამებრძოლებისთვის მარტო სამსახური კი არაა, სახლია! აქ ოჯახზე მეტ დროს ვატარებთ, მეტ ენერგიას ვხარჯავთ, რადგან ამ საქმის გამარჯვება – ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა, ჩვენი ქვეყნის გამარჯვება – ჩვენი ოჯახების (საქართველოს თითოეული ოჯახის) გამარჯვებაა!
ამ აურზაურიდან, უფრო ძლიერები, კიდევ უფრო მოტივირებულები გამოვალთ და რაც მთავარია ჩვენი ქვეყნის გამარჯვება გარდაუვალია!
კომენტარები