ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი „პალიტრანიუსის“ ეთერში საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოსვლასთან დკავშირებით :
„სრული ქაოსია. 1 500 მანქანას რომ შემოუშვებ, ახლა ვინმე გამოვა უტიფარი და მეტყვის, რომ ყველა შეამოწმეს?! ვინ არიან ეს ხალხი! ეს ხომ მამალი ტყუილი იქნება. თუ ნამდვილი შემოწმება დაიწყება, საზღვარზე ერთ დღეში 1 500 მანქანა ვერ შემოვა, 100-200 მანქანაზე მეტს საქართველოს საბაჟო ვერ გაატარებს.
ოკუპაცია „ოპელ ვექტრათი“ მოხდება თუ T-72-ით, რა მნიშვნელობა აქვს! ოკუპაციის რეჟიმში ვართ, პირდაპირ გეუბნებით. ეს არის ოკუპაცია, რბილი ძალა. წაიკითხონ წიგნები სუს-ში თუ არ წაუკითხავთ, მაგრამ წიგნებისთვის სად სცალიათ, ბიზნესებს აწყობენ ამ მიგრანტებზე და შემდეგ საქართველოს სადღეგრძელოს სვამენ. რა უფლება აქვს ამ ხალხს, რომ საქართველოს სადღეგრძელო დალიონ. მათ ქვეყანა არ უყვართ, ოკუპაციას უწყობენ ხელს და მზად არიან, გადაჭამონ საერთოდ, ოღონდ თავისი ჯიბე შეივსონ.
ეს ხალხი რადგან მოდის და ომი მალე არ დამთავრდება, უკან დამბრუნებელი არ არის. აქ ტურიზმზე ლაპარაკი აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია. ესენი არიან მიგრანტები, რომლებიც გაუგებარი ვადით უნდა დაფუძნდნენ საქართველოში. საქართველოში იმაზე მეტი არიან რუსები, ვიდრე სტატისტიკის ვირეშმაკობით რაღაც ციფრებს გვეუბნებიან. ცოტა ხანში ეს ხალხი შეიძლება ჩვენი შესანახი გახდეს.
გვეუბნებიან, არაფერი ხდებაო. თუმცა, ასეთი მდგომარეობა გახსოვთ?! ჩვენ უნდა გვესმოდეს, იმპერიები ქვეყნებს იპყრობენ არამხოლოდ სამხედრო ძალით, არამედ რბილი ძალით. თუ რუსეთიდან მიგრაციაზეა საქართველოს ეკონომიკური ზრდა დამოკიდებული, ჩვენ ოკუპირებული ვყოფილვართ. ფაქტობრივად, ჩვენ ვართ ეკონომიკურად ოკუპირებული“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.
კომენტარები