საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, სოციალური ქსელით – ბრძანებს:
“საგიჟენი განიყოფებიან ათერთმეტად: შმაგად, ხელად, სულელად, ცოფად, ნაღვლიანად, რეგვნად, ტეტერად, შლეგად, შტერად, ფეთიანად, შეთიანად.
შმაგი არს სიგიჟით თავსაც თვისა ავნებდეს და სხვათაცა მავნებელ ექმნებოდეს;
ხელი არს, რომელი უცნობათ გარბოდეს, არცათა თვით იგვემებოდეს და არცა სხვათა ავნებდეს;
სულელი არს , რომელი არცა სრულიად ცნობა მიიღებულ იყოს და არცა სასარგებლო ჰქმნას რამე;
ცოფი არს გონება და ცნობა მოძარცული;
ნაღვლიანი არს, ოდესმე ცნობას იყოს და ოდესმე უცნობობასა;
რეგვენი არს, რომლელსაც სიბრძნე აკლდეს და მცირედ ხელურს იქმოდეს;
ტეტერი არს, რომელსა სიბრძნე არა აკლდეს, არამედ ხელურს რასმე იქმოდეს;
შლეგი არს არა ხელი, არცა ცნობა მიღებული, არამედ დაუცადებელად თავ-გაწირვით განუსვენებელი;
შტერი არს ფრიადისა აღორთქლებათა შინაგან ნივთთა მიერ საგრძნობელთა ორღანო მიღებული და საქმის ვერ კეთილად მქნელი;
ფეთიანი არს ღამით საოცართა დაფეთებათა მიერ მცირეს ხანს ცნობა მიღებული;
შეთიანი არს სნეული, რომელი ხელურად იქცეოდეს და ჩქარა დწვეს და წამოდგესუგუანად უბნობდეს.”(საბა-სულხან ორბელიანი)
მდიდარი ენა …. #დარჩისახლში #ბევრიწასაკითხია“
ინტერნეტში, ვრცელდება ფილმების ჩამონათვალიც, რომლის ყურებასაც ადამიანები, კარანტინის დროს ერთმანეთს ურჩევენებ – ჩამონათვალში ლიდერობს ფილმი – “ინფიცირება”
არანაირი პანიკა, ვუყურებთ, ვკითხულობთ და ნერვი არ გვიტოკდება.
ჩვენი პოლიტიკოსების მოსმენის შემდეგ, პანიკას ეს ეპიდემიაც კი ვერ გამოიწვევს, არ იდარდოთ!
ჭეშმარიტად – “საგიჟენი განიყოფებიან ათერთმეტად” – სამწუხაროდ, ზოგჯერ ათთერთმეტივე ერთ ადამიანში შეიძლება იყოს თავმოყრილი. არ ვიცი, სულხან-საბას, ან ქალბატონ პრეზიდენტს ეს როგორ გამორჩა.
კარანტინის დასრულებამდე დარჩა 16 დღე და ყველაფერი წინაა.
კომენტარები