აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ავრცელებს ინფორმაციას:
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის სამოქალაქო უსაფრთხოებისთვის $457.5 მილიონს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაცია
დახმარების ახალი პაკეტი უკრაინის სამართალდამცავი ინსტიტუტებისა და სისხლის სამართლის სააგენტოების საჭიროებებს მოხმარდება.
2021 წლის დეკემბრიდან აშშ-მ უკრაინის სამოქალაქო უსაფრთხოების დასახმარებლად ჯამში $645 მილიონი გამოყო. სახელმწიფო დეპარტამენტის მტკიცებით, აშშ-ს დახმარებამ დადებითი გავლენა მოახდინა უკრაინის სამართალდამცავ და სისხლის სამართლის ინსტიტუტებზე, მათ შორის უკრაინის ნაციონალურ პოლიციასა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურზე.
კომენტარები