ჟურნალისტი თელარა გელანტია:
“არ მჯერა, რომ ეს ჩემს თავს ხდება და ამას კადრულობს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური… (დიახ, პირი დამრჩა ღია!
მოკლედ, დღესაც არ დამიშვეს მთავრობის სხდომაზე!
– შეგახსენებთ: პირობა ხომ დადეს 12 სექტემბერსვე, რომ შემდეგზე შემოვუშვებთო, მაგრამ დღეს დაურეკა ნინო ცხადაძემ (ნინოს ასე დაავალეს, როგორც ჩანს) BMG-ის დირექტორს და უთხრა, სხვა ნებისმიერი ჟურნალისტი მოვიდეს BMGtv-დანო. მიზეზი რომ იკითხა თამუნა ქემერტელიძემ – აი, ისეთი ამბავი მოჰყვა იმ ფაქტსო – იყო პასუხი….
ხო კიდევ, ოფიციალურად მოვითხოვეთ 12 სექტემბერსვე მიზეზი, რატომ არ დამიშვეს მთავრობის სხდომაზე – მთავრობის კანცელარიამ წერილიც კი არ ჩაიბარა. წერტილი!
…
გულწრფელად მჯეროდა, რომ პრემიერის პრესსამსახური დაასრულებდა თვითდაზიანების მიყენებას ან პრემიერის იმიჯზე მაინც იფიქრებდნენ – ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში, მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტი “ბევრი კითხვის დასმის” გამო აკრძალეს… Irakli Garibashvili ერთი მოყვარე მაინც რანაირად არ გყავთ, ბატონო პრემიერო? #წერტილი === რა უფლებით არ მიშვებთ ან ვინ გითხრათ, რომ BMG-ის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის უფლება გაქვთ – თქვენ შეგითანხმოთ უნდა ვინ გააშუქებს მთავრობის სხდომას? Nino Giorgobiani კითხვებსაც ხომ არ შეგვირჩევდი? Nino Tskhadadze შენთან პრეტენზია არ მაქვს ნინ…. რატომღაც მჯერა, გააპროტესტებდი კიდეც, მაგრამ…”
კომენტარები