„ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს აწ უკვე ყოფილი წევრი ბადრი ბასიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“ძმათაშორის ომს დაემსგავსა ეს მარაზმი! ამ საყვედურებში ყველას ავიწყდება, რომ ყველა დამნაშავე ვართ პუტინის პატიმარი მიშა რომ დღემდე ვერ დავიხსენით. ყველაზე დიდ პოლიტიკურ ორგანიზაციას აკეთილშობილებს პასუხისმგებლობა და დისციპლინა. ვტოვებ პოლიტსაბჭოს. ვაგრძელებ ბრძოლას, ვრჩები ამ დიდი ოჯახის წევრი და მჯერა, რომ დღეს, ვინც სხვადასხვა აზრზე დგას, მალე ერთად მოგვიწევს ბრძოლა! პარტიის პოლიტსაბჭოში ბევრი ღირსეული წევრი და თანამებრძოლია, მაგრამ ვისურვებდი უფრო ქმედითს, მეტი გამჭვირვალობით და დემოკრატიულად არჩეულს”
კომენტარები