საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე წერს:
“მოდით რეალობაზე თვალის გასწორება ვისწავლოთ ხოლმე.
კარგია რომ გვინდა დავბრუნდეთ აფხაზეთში, მშვენიერია რომ ამის სურვილი გვაქვს მაგრამ რითი, როგორ?
ა) ქვეყნის სიყვარული ბოლო ოცი წელია წავშალეთ გონებიდან.
ბ) პროფესიონალიზმი სრულად დავივიწყეთ და მარგინალებს ვაკეთებინებთ ყველა საქმეში ყველაფერს.
გ) სახელმწიფოებრიობის გრძნობა გავანადგურეთ და ხელისუფლებაში მოსვლა მხოლოდ “ფულის კეთების სტანოკად” ვაქციეთ (გადახედეთ რამდენი მილიონერი გვყავს ქვეყანაში ვინც ფული თვითონ იშოვნა და რამდენი მილიონერი, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გამდიდრდა და მიიღებთ პასუხს)
გავაგრძელოო?..თუმცა რა აზრი აქვს, ესეც საკმარისია..
ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ 2008 წლის 12 აგვისტოს ხელი გვაქვს მოწერილი საერთაშორისო დოკუმენტზე რომლის თანახმადაც შეიარაღებული თავდასხმის უფლება არა მარტო აფხაზეთზე საერთოდ არავისზე არა გვაქვს და ამის გაფიქრებაც კი გვეკრძალება და ყველაზე მთავარი: სრულუფლებიანი ჯარის ყოლა არ შეგვიძლია და იარაღის შესყიდვა.. დიდი დიდი “ჩეკპოინტების” ჯარი გავწრვრთნათ საერთაშორისო მისიებისთვის და ავტომატი მივცეთ ხელში.. ნუ ხუთ ტანკთან და სამ თვითმფრინავთან ერთად (ნუ ცოტას ვვუტრირებ მაგრამ, დაახლოებით ასეა)
ხოო და დადექით ახლა და იძახეთ “ჩვენ დავბრუნდებიით”.. აუ ის არ დაგვავიწყდეს “სარკოზიიი,სარკოზიი, სარკოზიიი”
მწარეა სიმართლე თუმცა ასეა…”
კომენტარები