ოზურგეთის მერიის თანამშრომელი, ეკატერინე მგელაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“მოკლედ შენ თუ არ თქვი შენს სათქმელს არავინ იტყვის და ეს თმენის ვალდებულებაც ყელშია უკვე! არცერთი სამსახური არ ღირს იმად მუდმივად იყო საზარბაზნე ხორცი და ყველასგან მარტივად ხელშესაწმენდი! რომელი საათია და თვალი ვერ მოვხუჭე, არანაირი პრემია, არანაირი დანამატი არ ამიღია ხალხო, ნათესავებო, გულშემატკივრებო, ახლობლებო, ვითომ მეგობრებოც, ჩასაფრებულებო და გადაკიდებულებოც!
არ ვიცი რა სიაში ვარ და არც მიზანშეწონილი მგონია ამ მოცემულობაში დანამატის აღება.
დანამატი ჩაერიცხა ა.( ა).ი.პ. “ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის” თანამშრომლებს და ალალი იყოს ისეთებს აკეთებენ. მას შემდეგ, რაც ეს კორონა შეგვეყარა 24 საათიან, უწყვეტ რეჟიმში, განახორციელეს: 44 საბავშვო ბაღის , 43 საჯარო სკოლის, 28 სოფლის ამბულატორიის, მრავალბინიანი კორპუსების სადარბაზოების, ბანკების, აგრარული ბაზრის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სტრატეგიული და საჯარო ობიექტების დეზინფექცია! ამასთანავე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა 125 თვითიზოლაციაში მყოფი პირის კონტროლი და მეთვალყურეობა, 45 ადამიანი გადაყვანილ იქნა საკარანტინო ზონაში! მთელ ამ პროცესებს ხელმძღვანელობდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შტაბის ხელმძღვანელი – ირაკლი სირაძე. ვიღაც ფეიქ გვერდები ჯგუფებში აზიარებენ მერმა ჩაირიცხა პრემიაო, გამოითხოვეთ საჯარო ინფორმაცია, შეამოწმეთ საბანკო ტრანზაქციები და გაიგებთ სიმართლეს. დღეს მარტოხელა ხანდაზმულებს მერიამ პროდუქტები გადასცა, გადაეცემა სოციალურად დაუცველ ოჯახებს და მოწყვლად ჯგუფებს, მერიის თანამშრომლები, რომლებიც დისტანციურ რეჟიმში არ იმყოფებიან საკუთარი ხელით აფასოებენ და ანაწილებენ სოციალურ პაკეტებს, რაც ძალიან ბევრია. მაქსიმუმი კეთდება ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის და ვირუსის გავრცელების რისკების შესამცირებლად, არ გვყავს არცერთი ინფიცირებული. 2 დღეა სიცხიანი დავდივარ გადაღებებზე. მეტს ვერაფერს ვწერ, არ შემიძლია. განაგრძეთ ჩემი ბულინგი. წარმატებები.”
კომენტარები