მანამდე კი დღეს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ბელარუსის ავტორიტარ ლიდერს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას, ბიჭვინთის „სახელმწიფო აგარაკზე“ უმასპინძლა.
ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ამ ჩასვლას ოფიციალური თბილისი გამოეხმაურა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს. როგორც სამინისტრო იუწყება, „ელჩთან შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრას შეეხებოდა. ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა”.
კომენტარები