ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით ქართული მხარის განცხადებებს გამოეხმაურა.
“აფხაზეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფო, საერთაშორისო სამართლის სუბიექტი და გეოპოლიტიკური რეალობაა. ჩვენ ბელარუსს ჩვენი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან პარტნიორად განვიხილავთ. ისინი ჩვენი მეგობრები არიან. ამ ვიზიტთან დაკავშირებით მესამე ქვეყნების რეაქცია, მაგალითად, საქართველოსი, არ გვაღელვებს”. – თქვა არძინბამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და მარიონეტ ლიდერს, ასლან ბჟანიას ბიჭვინთაში შეხვდა.
ლუკაშენკომ შეხვედრის ფარგლებში თქვა, რომ მან გასულ დღეს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან აფხაზეთის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, მივიდნენ დასკვნამდე, რომ “აფხაზეთი არ უნდა მიატოვონ”. ბელარუსის მმართველის თქმით, მას ოკუპირებულ აფხაზეთთან სერიოზული ურთიერთობა სურს.
კომენტარები