კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს ბელარუსის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხი არ განუხილავთ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
დიმიტრი პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ ამ კონტექსტში ოფიციალური მინსკის მხრიდან ყირიმის აღიარებაზე საუბარი არ ყოფილა.
„ეს აბსოლუტურად შიდა საკითხია, ბელარუსის სუვერენული უფლებაა და ჩვენ ველით, რომ ჩვენი ბელარუსი თანამებრძოლები დამოუკიდებლად და მათთვის დროულად მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას“, – დასძინა პესკოვმა.
კომენტარები