ფოტოკოლაჟი – bfm.ge
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” შენობა “ვისოლ ჯგუფმა” იყიდა. “ბიზნესპარტნიორს” კომპანიის დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ თავად დაუდასტურა ფაქტი და განაცხადა:
“ვაშენებთ და ოპერირებას ვუწევთ საშუალო ზომის სავაჭრო ცენტრებს, სადაც მთავარი არენდატორია კომპანია “კარფური” და ასევე არენდატორები არიან ათობით სხვა საქართველოში მოღვაწე რითეილერები.
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ დეველოპერული საქმიანობა, კონკრეტულად კი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა. სწორედ ამ მიზეზით შევისყიდეთ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” შენობა.”
სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა სუბიექტმა მიიღო.
კოსტავას 68-ში მდებარე უძრავი ქონება 33,209 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთისგან შედგება, რომელზეც 23,649 კვადრატული მეტრის შენობა-ნაგებობები არის განთავსებული.
ქონება 65.1 მლნ ლარად გაიყიდა.
ქონების ღირებულება გახდილი უნდა იქნას შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
45% – ხელშეკრულების დადებიდან 1 თვეში,
20% – არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრისა,
20% – არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა,
7.5% – არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა,
7.5% – არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრისა,”- ნათქვამია აუქციონის პირობებში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა კი თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქ. N31-ში განთავსდება, რომლის მშენებლობა, წესით, 2023 წელს უნდა დასრულდეს.
წყარო – bfm.ge
კომენტარები