მწერალი, ქართული ოცნების თანადამფუძნებელი, მერაბ შათირიშვილი:
“აჟიოტაჟის ამტეხნო და ნაცმაცუნების დაკრულზე მტოკავებო, მთელ ამბავს რომ ტეხავთ, რუსეთიდან გამოქცეული მოქალაქეები საქართველოში შემოდიან და წაგვლეკავენო, დამკვიდრებიან და მერე არეულობას მოგვიწყობენო, ჯერ ერთი, ამერიკის ხელისუფლებამ გაუხსნა საზღვარი რუსეთიდან თავდაღწევის სურვილით გაქცეულ რუსეთის მოქალაქეებს, გასაგებია, იტყვით, ამერიკა დიდი ქვეყანაა და მსგავსი მიგრაცია ვერაფერს დააკლებს, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და დავზიანდებითო, კარგი, რუსეთიდან გამორიდებული ქართველი, რომელიც ბედისწერამ რუსი მოქალაქე გახადა, ცხადია, მისი ბედი არ განაღვლებთ, მაგრამ, იმას რატომ არ იხსენებთ, საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში რუსული სამხედრო ბაზები და მასთან მდებარე ე. წ. გარადოკები რომ არსებობდა, მაგალითად, მერიის, სენაკის, ვაზიანის, ხელვაჩაურის და, რამდენი ჩამოგითვალოთ, მაშინ რუსეთიდან თავშესაფარად კი არ იყვნენ საქართველოში გამოქცეულები, არამედ სამხედრო არსენალით ცხოვრობდნენ და მკვიდრობდნენ ჩვენთან რუსი სამხედრო პირები, თბილისში უამრავი რუსი ცხოვრობდა და თითქმის ყველა ქალაქში რუსული სკოლები არსებობდა, მიუხედავად ასეთი “საშიშროებისა” როგორც კი დაიშალა საბჭოთა კავშირი და საქართველოში მცხოვრები რუსი ეროვნების ადამიანებს კოპები შევუკარით და არასასიამოვნო თანაცხოვრების პერსპექტივები გამოვუვლინეთ, თითქმის 90 პროცენტი რუსი ეროვნების მოქალაქე აქედან აიყარა და საქართველოს გაერიდა მისი სამხედრო წარმომადგენლობითა თუ შეიარაღებით…
ახლა იტყვით, ჩვენ შევაშინეთ და კუდამოძუებულები გავაქციეთ აქედანო და, თუ ასეა, მომავალშიც “შევაშინებთ” და კოპებს შევუყრით, კუდამოძუებულებს განვდევნით აქედან, მით უფრო, ჩვენს ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ბაზები არ იცავს მათ ინტერესებს, რადგან დღეს რუსეთიდან გამოქცეულები თავად რუსეთის ხელისუფლებისთვის სასურველ მოქალაქეებად არ ითვლებიან… ასე რომ, ნუ ქმნით აჟიოტაჟს და ნუ ცდილობთ ქვეყანაში, რომელიც დიდი ძალისხმევით ინარჩუნებს მშვიდობას, ვითარება არიოთ და ასე მიაღწიოთ თქვენთვის განუხორციელებელ მიზანს – მოღალატეობრივი ქმედებებით მოხვიდეთ ხელისუფლებაში… დარწმუნებული ვარ, ამას ვერასოდეს მიაღწევთ, თქვე შადიმანებო, სტუმარი ღვთისააო, უფლის შეგონება რომ არ გესმით და გინდათ, სტუმარი ეშმაკის იყოს, გიყვარდეს მტერი შენი, ამის ნაცვლად, შეიძულე მოყვარე შენიო, სატანური იდეოლოგია დაგისახავთ მიზნად და ქართული სახელმწიფოებრიობის მტრად ქცეულხართ!..”
კომენტარები