ლარსთან გამართული აქციის ერთ–ერთი მონაწილე, ალექსანდრე ბაინდურაშვილი:
“რომ გავიგე ლარსზე აქცია იგეგმებოდა, არც დავფიქრდი დეტალებზე, ავიღე ჩანთა და დილით თბილისიდან მომავალ მიკოავტობუსს მცხეთასთან შევხვდი და წავედით.
არც ის ვიცოდი საერთოდ ბანერები იქნებოდა თუ არა, უბრალოდ მეგონა მაქსიმუ რასაც შევძლებდი, გზაზე დავდგებოდი და რუსებს ხმამაღლა შევახსენებდი რომ ოკუპანტები არიან !
არც ის ვიცოდი რომ 40 კაციან პატარა აქციას რომელიმე ქართული ტელევიზოა გააშუქებდა.
მითუმეტეს ვერ ვიფიქრებდი რომ მსოფლიოს მაშტაბით მოვხვდებოდით საინფორმაციო გამოშვებაში.
ასე შემთხვევით აღმოვჩნდი დიდი ბანერის ერთ მხარეს, არ მისული დარიალამდე, ფოტო როგორც ჩანს ყველგან აღმოჩნდა, როგორც მსოფლიოს წამყვან ტელევიზიებში, ისე ყველა დიდი ტელეგრამ არხზე, მათ შორის რუსებთანაც.
ხო და რატომ მოვყევი ეს ამბავაი, როვა გიჭირს და გტკივა სულ უმნიშვნელოდ გაკეთებული პაყარაზე კიდევ პატარა საქმით შეიძლება ბევრი ადამიანი გაახარო. ევროპიდან და უკრაინიდან მწერენ ორი დღეა მადლობას ჩემი უკრაინელი მეგობრები. მეც მგონია რომ მართლა რაღაცა გაკეთდა სრულიად შემთხვევით…… წარმოიდგინეთ 4000 კაცი რომ გამოვიდეთ ? ან 40 000 რამხელა საქმე შეიძლება გავაკეთოდ!
განა მარტო ჩვენთვის, მთელი უკრაინისთვის!
კომენტარები