უკრაინის რადას თავდაცვისას და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ფიოდორ ვენისლავსკი, “ტვ პირველთან” ამბობს:
“უკრაინის ტერიტორიის ანექსიის გამო, ის მიიღებს უმწვავეს რეაქციას.
ზელენსკიმ ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ უკრაინა იწყებს ნატოში გაერთიანების გამარტივებულ პროცედურას!
ვფიქრობ, პუტინმა გუშინ გადაკვეთა ყველა წითელი ხაზი და დაარღვია საერთაშორისოი სტანდარტები, ვფიქრობ, შესაძლოა ჩვენ დღეს მივიღოთ ნატოს მხრიდან შეთავაზება მიწვევაზე. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
ჩვენ ჩვენი მხრიდან გავაკეთეთ ყველაფერი, რომ დავახლოებოდით ნატოს სტანდარტებს,. ჩვენი შეიარაღებული ძალები შეესაბამებიან ნატოს სტანდარტებს. ჩვენი შეიარაღებული ძალა უკვე ნიმუშია ბევრი ქვეყნის. არ გამოვრიცხავ რომ დღეს გაკეთდეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი უკრაინისთვის.
მოლაპარაკებები რუსეთთან შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც იქნება დეოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები სრულად.”
შეგახსენებთ, რომ დღეს NATO-ს გენმდივანი იენს სტოლტენბერგი საგანგებო ბრიფინგზე განცხადებას გააკეთებს.
კომენტარები