ესტონეთის პრემიერმინისტრის, კაია კალასის განცხადებით, რუსეთი ევროპის რუკის შეცვლას ცდილობს:
“მოდით დავაკვირდეთ რუსეთის უკანონო ანექსიას – რუსეთის თქმით, უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მისი ზომა 108 800 კმ-ია, რაც დაახლოებით გერმანიის 30% ან კორეის რესპუბლიკის ზომაა, თუ მას ყირიმს დაუმატებთ, ეს გერმანიის დაახლოებით 40% გამოვა.
მოდით მოვლენებს სწორი სახელები დავარქვათ. რუსეთი ევროპის რუკის შეცვლას ცდილობს. ეს მიწის მიტაცებაა. ეს ქურდობაა. პუტინი იმედოვნებს, რომ უკრაინაში ომს ლეგიტიმურს გახდის. საერთაშორისო საზოგადოება ამას არასოდეს აღიარებს.”
კომენტარები