უკაცრავად გუშინდელი ჩემს უნებლიეთ შექმნილ აჟიოტჟისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მას უბრალოდ სურდა, რომ ეს ადამიანებისთვის სტიმული ყოფილიყო და მათ სხვისთვის გაეზიარებინათ წაკითხული წიგნებიდან აღმოჩენები.
„უკაცრავად გუშინდელი ჩემს უნებლიეთ შექმნილ აჟიოტჟისთვის … მინდოდა გამეზიარებინა მართლაც უაღრესად მდიდარი ენის ნიმუში და საინტერესო ამონარიდი სულხან საბა ორბელიანის ლექსიკონიდან…
ამ მძიმე დღეებში მიმაჩნდა რომ ცოტაოდენ განმუხტვა გვჭირდებოდა და მინდოდა ბიძგი მიმეცა სხვისთვისაც საკუთარიო წაკითხული წიგნიდან ასევე გაეზიარებინა რამე აღმოჩენა… თურმე ეს გაუგებარი ყოფილა და … სალანძღავიც კი გახდა ….
ეს არაფერი, ამას მივეჩვიე და ამით ვეღარ გამაკვირვებთ!
უფრო გასაკვირი აღმოჩნდა ის, რომ საკუთარი ქართული ენისგამო სულხან საბა გაილანძღა და ტელეგადაცემის უცნობი გმირიც გახდა… ეს კი თავისავად კარგი შედეგია … ტელესკოლამ ეს უნდა აიტაცოს!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და სულხან საბა ორბელიანის ნაწარმოებიდან ამონარიდი გააზიარა.
კომენტარები