ზუგდიდის სოფელ ახალკახათის ცენტრიდან ჩასარიცხი აპარატი მოიპარეს. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
დაზიანებულია სათვალთვალო კამერაც, რომელიც მაღაზიის კედელზე იყო დამონტაჟებული.
ჯერჯერობით დაუდგენელია, რა რაოდენობის თანხა იყო აპარატში.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, უკვე ამოღებულია მიმდებარე ტერიტორიებზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.
კომენტარები