ოპოზიციუნერი დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი წერს:
“ვულოცავ საპატიო თბილისელის წოდებას ბევრ ღირსეულს, ვინც გუშინ მიიღო, გამიკვირდა კიდეც ზოგიერთს ამდენ ხანს რატომ არ ჰქონდათ , თუმცა ექნებოდათ თუ არა რა მნიშვნელობა აქვს , ისედაც უყვართ ქალაქში , მაგრამ მაინც გამიკვირდა, რომ ზოგიერთს დიდ ტალანტს აქამდე გუშინდელ დღემდე არ ჰქონდა მინიჭებული .
და კიდევ ერთი რამ, ისე ჩემთვის გავიფიქრე გუშინ, დიდად “უცნაური” ხალხი ვართ რატომ??? აი იმიტომ, რომ მაგალითად კონსერვატორიის ღვაწლმოსილი და უაღრესად პატრიოტი ქვეყნისა, წლების მანძილზე რექტორი ქ.ნ მანანა დოიჯაშვილი არავის გაახსენდა, კონსერვატორია რომ ააშენა, ინსტრუმენტიან ბიბლიოთეკიანად, თან როდის ? ბნელ 90-იანებში , აი წარმოუდგენელი რომ იყო ფიქრიც კი და “გამოანათა” და წვალებით დააფუძნა საერთაშორისო კონკურსი , თუმცა ….რეჟისორი ელდარ შენგელაიაც და სხვა ბევრი ღირსეულიც ახლა გაახსენდათ ( კიდევ კარგი ), თორემ აქამდე არ იყვნენ “საპატიოები”ეტყობა.. ღმერთმა კარგად ამყოფოს ჯანმრთელად დიდხანს ქ.ნ მანანა დოიჯაშვილი, ჩვენ ხომ ყველაფერი სამარცხვინო შერჩევითობით გვაქვს და ცოცხალი ხელოვანის და მოღვაწის ფასი ხომ არ იციან ჩვენში . მოკლედ- “ნეკროლოგის” ქვეყანა ვართ , ღვაწლმოსილებს, თუ ვერ დაიმორჩილეს ან ცილისმწამებლურ ტალახში ამოთხვრიან ან “კლავენ”.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩემთვის ძვირფას ადამიანებს გუშინდელ საპატიო წოდებას.”
კომენტარები