დონეცკის ოლქში უკრაინის ეროვნული გვარდიის (NGU) სპეცრაზმმა რუსეთის ელიტური ქვედანაყოფი გაანადგურა, – ინფორმაციას უკრაინის ეროვნული გვარდიის პრესსამსახური ავრცელებს.
“ეროვნული გვარდიის ერთ-ერთმა სპეცრაზმმა, რომელიც საბრძოლო დავალებებს ასრულებდა დონეცკის ოლქში, გაანადგურა რუსეთის ფედერაციის ელიტური ქვედანაყოფი“, – აცხადებენ NGU-ში.
გარდა ამისა, უკრაინული მედიის ინფორმაციით უკრაინის ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების დანაყომფმა ლიმანთან რუსული T-72B3 ტანკი აიღო.
კომენტარები