ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილმა რუსეთის ელჩები საგარეო საქმეთა სამინისტროებში დაიბარა. ზემოხსენებული ნაბიჯი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის მიერ ანექსიას უკავშირდება.
“ეს ევროკავშირის მასშტაბით და ევროკავშირის მიერ კოორდინირებული ნაბიჯია”. – აღნიშნა ევროკომისიის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ AFP-სთან საუბრისას.
ლიტვაში რუსეთის დროებითი ელჩი, სერგეი რიაბოკონი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და შემდეგ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. მათი თქმით, ელჩის ბოლო განცხადებები არ ერგება მის დიპლომატიურ სტატუსს და ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის მცდელობად აღიქმევა, შესაბამისად ვენეციის კონვენციის დარღვევად.
რუსეთის ელჩი სამინისტროში დაიბარეს პოლონეთშიც. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ლუკაშ იასინის თქმით, პოლონეთმა მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომ ვარშავა რუსეთის ქმედებებს არ აღიარებს.
გარდა ამისა, რუსეთის ელჩები დაიბარეს იტალიის, გერმანიის, ავსტრიის, დანიისა და ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროებშიც, სადაც მათ მკაფიოდ განუმარტეს, რომ აღნიშნული ქვეყნები არ აღიარებენ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას.
კომენტარები