დღეს ვირუსით ინფიცირებული 51 პაციენტი გვყავს. შემოყვანილია ერთი ოჯახის ოთხი წევრი, რომლებსაც მეზობელთან ჰქონდათ კონტაქტი, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ „ტვ პირველს“ განუცხადა.
მისი თქმით, დაინფიცირებული ოჯახის ერთი წევრის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციაშია მოთავსებული.
„მთელი ოჯახი ჩვენთან არის. ამ ოჯახის ერთი წევრი დაინტუბირებულია, მძიმეა მდგომარეობაშია და რეანიმაციაში წევს, ხოლო დანარჩენი სამი წევრი ინტენსიური მოვლის პალატაში გადის მკურნალობას“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.
კომენტარები