რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მედვედევი ილონ მასკის წერილს პასუხობს და წერს:
„მასკი ყოჩაღია. ოფიცრის რიგგარეშე წოდების ღირსია. თუმცა, ნაადრევად გაიშიფრა. მისი შემდეგი პოსტი იქნება რამე მსგავსი „უკრაინა ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფოა“, – წერს მედვედევი ტელეგრამზე.
ცნობისთვის, ილონ მასკმა რუსეთ-უკრაინას შორის მშვიდობის მიღწევის საკუთარი გეგმა „ტვიტერზე” ხმის მისაცემად გამოაქვეყნა. მისი ერთ-ერთი პუნქტია, რომ “დონბასსა და ყირიმში მცხოვრები ხალხის ნებამ უნდა გადაწყვიტოს, ისინი რუსეთის ნაწილი არიან, თუ უკრაინის”.
კომენტარები