რუსეთში დღე-ღამეში კორონავირუსის 954 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 6 343 შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 406 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 47 კი გარდაიცვალა. ინფიცირების შემთხვევები რუსეთის 80 რეგიონშია დაფიქსირებული.
კომენტარები