პოლიტიკოსი, ნინო გოგუაძე, “ტვ პირველთან” გაიხსენა ის პერიოდი, როცა ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი ხელისუფლებაში მოდიოდა და ის წერდა მისი გამოსვლის სიტყვებს:
“მე ვმონაწილეობდი იმ ტექსტების დაწერაში, მე და ჩემი მეგობარი ქალი, რომელიც ოცნებაშია, სამწუხაროდ. არანაირი ანტიდასავლური გზავნილების მოთხოვნა არ ყოფილა – ეს იყო დიდი ტექსტები, იაფი ფული, სოლარიუმები, ამ ტექსტებში არ იყო, ეს იყო ტექსტები, ქალაქებში რომ გამოდიოდა. ერთი ჩემთვის საკამათო იყო ის პასაჟი – საქართველო არ გახდება დაპირისპირების საგანი, ამ პოსტულატს მარტო ივანიშვილი კი არა, დიპლ;ომატებიც ემხრობოდნენ და მახსოვს დათო ზურაბიშვილმაც იკითხა, ეს რას ნიშნავდა და მაშინ აგვიხსნეს, რომ ეს ნიშნავდა, იქნებ მოვახერხოთ ისეთი პოლიტიკის წარმოება, რომ თანხმობის ადგილი იყოსი.
იმ წერილების ფორმულირება არ იყო მისი მოგონილი, როგორც შემდეგ გავიგეთ, მისთვის სიტყვას ფასი არა აქვს, რაც გინდა დაუწერე, ის წერილები იყო აგებული ლიბერალურ ღირებულებებზე, ადამიანის თავისუფლებაზე, სასმართლო სისტემაზე, ევროპულ ინტეგრაციაზე.
დღეს სრულიად ცხადია, რომ ეს არის რუსული ხელისუფლება.
მე დარწმუნებული ვარ, მაშინაც თამაშობდა და ჩვენ მოვტყუვდით. ვიღებ მე ამ პასუხისმგებლობას. 2014 წელს ვთქვით, რომ ქვეყანამ გადაუხვია არჩეულ გზას. იმას, რასაც ლაპარაკობდა ივანიშვილი ჩვენთან ის სჭირდებოდა იმისთვის, რომ მსოფლიოს ეღიარებიდა, რომ დიახ, პროდასავლური კურსი გაგრძელდება და გვერდით ჰყავდა მრეწველები, მეჭიაური ცხონებული, ახლანდელი ქართული ოცნების ჯგუფი, რომლებიც ამ ევროატლანტიკურ განცხადებებს აბალანსებდნენ.
2013 წლის თებერვალში მქონდა ძალიან მძიმე ლაპარაკი ივანიშვილთან, ირაკლი ალასანიაზე და ა.შ. მან გაცხარებისას ბევრი რამის თქმა იცის, მეც არ დავუთმე. სულ 3 ადამიანია, ვისაც ვუამბე და მაშინვე ვთქვი, ჩვენ ვართ შარში–მეთქი. ეს იყო გამარჯვებიდან 3 თვეში. მე უკვე გამიჩნდა ეჭვი, რომ ქვეყანა მიდიოდა სხვა მიმართულებით. ეს ეჭვი გამიმყარდა მასთან საუბრის შედეგად, რომ ის რუსულ ხაზზე იჯდა. მთელი ეს დაპირისპირება ალასანიასთან, ყველაფერი იყო მისი ანტიდასავლური, რუსული პოლიტიკის ნაწილი.”
კომენტარები