ეკონომისტი, ირაკლი ლატარია:
“მხოლოდ ფაქტები და ჩემი უდიდესი გაბრაზება და გაოცება.
არადა საქმე ეხება შვეიცერაიას და ბანკს, რომელიც წესით 24/7 ზე უნდა ფიქრობდეს საკუთარი კლიენტების დაცვასა და მათი ინტერესების მაქსიმალურად თანხვედრაში მოყვანას.
ესეიგი რა ხდება?
დადგა 2008 წელი და რა წამს ბიძინა ივანიშვილი მიშას განუდგა, იწყება თანხის მოპარვა. ეს ყველაფერი სხვას რომ მოეყოლა და სხვის პრობლემებს შეხებოდა, შეიძლება ბევრს არც დაეჯერებინა, მაგრამ ჩვენდასამწუხაროდ ეს ყველაფერი უკვე მოხდა და შვეიცარიული ბანკი, სუბიექტურად და რაც ყველაზე ამაზრზენია, როგორც შემსრულებელი შეკვეთილი უბინძურესი საქმეებისა შეუდგა თავისი კლიენტის თანხების მოპარვას, კლიენტის მიმართ უკანონობის ჩადენების ზღვა ქმედებებს და კლიენტის მიზანმიმართულად გაკოტრების მცდელობას.
რამდენი რამ წავიკითხე, რამდენი რამ შევისწავლე, რამდენ რამეს გავეცანი და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიტანე დასკვნები, რადგან ეს ყველაფერი ეხება შვეიცარიას და იმ საბანკო სისტემას, რომელზეც წესით უნდა იდგეს მთელი მსოფლიოს საბანკო სექტორის სანდოობა და გამჭირვალობა, მაგრამ რას ვხედავთ? თურმე, თუ შენ უპირისპირდები დიქტატურის ნაწილს, სააკაშვილს და მის გუნდს, შეიძლება შვეიცარიაშიც კი მოგთხოვონ ამისთვის ნაწილობრივ პასუხი და ვიღაც და რაღაც შეეცადოს შენ ამისთვის დაგსაჯოს.
ივანიშვილმა თითქმის ყველა დავა მოუგო ,,კრედიტ სუისს“, მაგრამ ეს ყველაფერი შვეიცარიულ მედიაში არ გაშუქებულა, არ შეშფოთებულა იმ ქვეყნის დამოუკიდებელი მედია, რომელიც წესით მაგალითი უნდა იყოს მსოფლიო დემოკრატიისა. ჩვენ ვნახეთ, რომ თითქმის მთელმა მსოფლიომ გააშუქა აღნიშნული ფაქტი და ის, რომ ბატონმა ბიძინამ მისი უფლებების დაცვა სწორედ ისე შეძლო, როგორც მართალ კლიენტს შეეხება და შვეიცარიულმა მედიამ ეს ყველაფერი თითქოს ,,გაატარა“, თითქოს არაფერი მომხდარა, თითქოს განა ბანკის თანამშრომელი იყო დამნაშავე, არამედ ვინმე – რიგითი მევაშხე.
ბევრი ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ეს ყველაფერი არის მართული და სწორედაც რომ მიზანმიმართულად ცდილობენ ივანიშვილის ქონებას შეუქმნან პრობლემები და მარტო ბოლო ფაქტი ეყოფა ამ ყველაფერზე მყარი დასკვნის გამოტანას, კერძოდ ის, რომ ბანკის თანამშრომელი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული ივანიშვილის მიმართ, ციხეს ტოვებს დროზე ადრე და სიცოცხლეს ამთავრებს გაურკვეველ სიტუაციაში.
მართლა რა რთულია, როდესაც ენდობი ქვეყანას, ენდობი საბანკო სისტემას, ენდობი ბევრ რამეს და ვინმეს და ამ დროს ეს ყველაფერი როდესაც ზემოთ ამოდის და ვინმე ცდილებს ყველაფერს ფარდა ახადოს, როგორი მძიმე დანაშაულებები იკვეთება.
მე მწამს, რომ ივანიშვილი ამ ყველაფერს ბოლომდე მიიყვანს, მე მწმას რომ ივანიშვილი ამ დავას მოიგებს, დაისჯება ყველა დამნაშავე და რაც ყველაზე მთავარია, მე მწამს რომ სააკაშვილის წინააღმდეგ წასულ ივანიშვილს ვერც შვეიცარია, ვერც რუსეთი, ვერც ამერიკა და ვერც სხვა ქვეყანა თუ მისი წარმომადგენლობა ვერ დაამარაცხებს, რადგან სიკეთეს ვერასოდეს ამარცხებს ბოროტება – ვერასოდეს!!!”
კომენტარები