აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი სამოქალაქო სექტორზე თავდასხმების შესახებ საუბრისას, ამბობს:
“ჩვენთვის მოულოდნელი იყო ის თავდასხმები სამოქალაქო სექტორზე იმიტომ რომ პარლამენტის ბევრი წევრი, იქამდე მუშაობდა სამოქალაქო სექტორში და მათ იციან, თუ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის განვითარებისთვის ამ ორგანიზაციებს. ხშირად, შეიძლება მათგან წამოსული კრიტიკა იყოს არაკომფორტული, თუმცა ისინი არ არიან იმისთვის, რომ იმუშაონ კონკრეტული მთავრობისთვის, ან პარტიისთვის. მათი მთავარი მოვალეობაა დაიცვან მოქალაქეების ინტერესები და უზრუნველყონ მთავრობის ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე. მე ვთლი, რომ საქართველოს გაუმართლა, რომ ბევრი ასეთი ორგანიზაცია არსებობს, რომელიც წლების მანძილზე მუშაობს ბევრი სხვადასხვა მიმართულებით.”
კომენტარები