“რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ოჯახის წევრებზე ძალადობის ბრალდებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მარტვილის ორგანიზაციის თავმჯდომარე და მარტვილის საკრებულოს წევრი ზაალ გოროზია დააკავეს. წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით სამართალდამცველებს, სწორედ ზაალ გოროზიას მეუღლემ მიმართა.
ზაალ გოროზია სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის ზაზა გოროზიას ძმაა.
კომენტარები