ჟურნალისტი, გრინ ბარეტი:
“მინდოდა რიტორიკულად მეკითხა, – ახლა ამას ვინმე ჭამს და დაიჯერებს მეთქი?! მაგრამ სამწუხაროდ ეს ხალხი ისეთებს “ჭამს” და ისეთებს იჯერებს, ხშირად მე მრცხვენია მათ მაგივრად, რადგან ვინმე ჭკუათმყოფელს შეიძლება მეც მათნაირი ვეგონო და ერთ ქვაბში მოგვხარშოს.
რაღაც ჯგუფი რომ გამოეყო ქართულ ოცნებას, ჯერ ოთხი კაცი და ახლა ცხრა რომ გახდა. ჩვენაო, მმართველ ძალას კი არ ვერჩითო, მაგრამო ისინი რაღაცეებს არ ეუბნებიან ხალხსო, ჩვენ ეს არ მოგვწონსო და აწ ყველაფერი დაფარული უნდა გავაცხადოთო, რომ ამბობენ, – იმაზე მოგახსენებთ.
კიდევ იმაზე, თავად მმართველი ძალა რომ კეკლუცობს, კი არ ვეთანხმებით, არც მოგვწონს, მაგრამ მათი უფლებაა, პატივს ვცემთ და ვერ ვეწინააღმდეგებითო…
შვიდჯერ აცრილი და მაინც სულში ძაღლმიმკვდარი ჟირინოვსკი მახსენდება უნებლიედ, პუტინი რომ აყეფებდა სახალხოდ ისეთ რაღაცეებს, რისი თქმაც საკუთარი პირით არ სურდა.
ახლა ეგენი სულ არ მადარდებს, – იმ ხალხზედ ვგოდებ, – გულწრფელად რომ ჰგონია ყაველაშვილი და ხუნდაძე რაიმეს ისეთს იტყვის ცხოვრებაში, რაც მამამარჩენალს არ მოსწონს, ან თუნდაც მოცემულ ეტაპზე შეიძლება უადგილოდ ჩათვალოს.
ეჰ, ხალხო… როგორ მიცრუებთ ხოლმე იმედებს, თქვე დალოცვილებო…”
კომენტარები