“ენმ”–ის წევრი, გიორგი კაპანაძე:
“თუ ცოტა ხნით მაინც ჩამოვწევთ ფანჯრებს ან გამოვალთ სტუდია-კაბინეტებიდან, ნათლად დავინახავთ რომ ნამდვილად არ ვართ დღეს ჩვენი შესაძლებლობების ზღვარზე (მიუხედავად იმისა რომ რეჟიმი სუსტი კი არა, ძალიან სუსტია).
ეს ყველაფერი დიდწილად ჩვენს შეცდომებს და მისგან გამოწვეულ იმედგაცრუებას, არათანმიმდევრულობას, დღემეხვალიეობას, დაშლა-არმოშლას, ანტიმიშა კამპანიაზე თვალის დახუჭვას და ბევრ სხვა აუხსნელ ნაბიჯებს უკავშირდება.
ამას იმიტომ ვწერ რომ შეცდომები უნდა გავიზროთ და დავიწყოთ მისი გამოსწორება და გაძლიერების პროცესი, რადგან მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს შემთხვევა რომ ავტოკრატიული ან ოლიგარქიული რეჟიმი ვინმეს 9 პარასკევა პოლიტიკით, კომფორმიზმით, რაღაც ილუზიური საეტაპო ბრძოლების დაანონსებით თუ პირად ეგოზე დამყარებული ვიწრო-კლანური ინტერესით დაემარცხებინოს.
ჩვენი ქვეყნის უახლესი წარსულის ცოდნაც კი საკმარისია იმის მისახვედრად, თუ რა არის გამარჯვების ფორმულა.
იგებ, როცა საკუთარ ეგოზე მაღლა დგები და აერთიანებ.
მარცხდები, როცა საკუთარ ეგოს ვერ ახტები და ყოფ.
ვერ აკეთებ? არ შეგიძლია? არ გამოგდის? ხედავ რომ ლეგიტიმაციის პრობლემა გექმნება? გაიწიე… ასე იქცევიან ლიდერები.
ძლიერი ადამიანები არ ცდილობენ საკუთარი წარუმატებლობა, რეიტინგის მკვეთრი კლება თუ არსებული კრიზისი, ხალხს, მხარდამჭერებს გადააბრალონ…
ძლიერი ადამიანები იღებენ პასუხისმგებლობას.”
კომენტარები