პოლიტიკოსი, გიორგი ვაშაძე, ტვ პირველთან ამბობს:
გამოსავალია ერთიანობა, ერთიანობა და კიდევ ერთხელ ერთიანობა, ყველანი ერთად უნდა დავდგეთ, ივანიშვილის და ქართული ოცნების მთავარი ამოცანა დაქსაქსულობაა. როგორ შეილება 85 პროცენტიანმა პრორუსულმა ძალამ ვერ მოუგოს 15 პროცენტიან პრორუსულ ძალას? მე ამის არ მჯერა.
პირდაპირ გეტყვით, დაქსაქსულობა, არათანმიმდევრულობა, ბუტიაობა, გამყიდველობა, ღალატი, მოსყიდვა – ღიად უნდა ვთქვათ, ბევრია ასეთი ოპოზიციაში, შეგზავნილი ხალხი, რომელიც ძირითადის ნაცვლად კონცენტრაციას ახდენს მე–17 ხარისხის საკითხზე. ეს ჩემთვის შოკისმომგვრელია. როცა ამბობ რომ სამშობლო გეძახის და მერე ტელეფონზე ვერ გიპოვი ადამიანს, ეს გაუგებრობაა. ბევრზე, ერთზე და ორზე არა. ღიად ვიტყვი, 2 თვის მანძილზე არ დავიშურე დრო ენერგია, ვთხოვე, მოდი, შევხვდეთ, მე არ ვიცი, საერთოდ რა უნდათ. ბევრს ვგულისხმობ და ვინც მისმენს კარგად მიხვდება რაზე ვლაპარაკოთ. ძალა არის ერთობაში, თუ ერთად დავდგებით, ერთ თვეში დავამთავრებთ პრორუსებს. მაგრამ ეს ხალხი ფულს ხარჯავს, რომ ერთმანეთს წაგვკიდოს. ოპოზიციის ოპოზიციონერობა რომ არის ამოცანა ზოგისთვის – ეს გამყიდველობა არ არის? ოპოზიციას რომ ესხმი თავს შე ოჯახაშენებული, ეს გამყიდველობა და ღალატი არ არის?
კომენტარები