ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე :
“აუუუ, ეს ანა დოლიძე მთლად ამოვარდნილია.
ახლა თქვა – ანტიდასავლელი თუ ხარ, ჯინსებში არ უნდა იაროო.
ნუ რა ვთქვა?
ამას ახლა იმის ახსნა რომ დავუწყო, რომ დასავლეთი წითლიძის “ფრანგული კაპუჩინოს” პონტში ჯინსები არ არის გაიგებს?
ამას რომ ვუთხრა, რომ დასავლეთი ლედი ასტორი და მარჯორი უორდროპია მიხვდება?
ამას რომ ვუთხრა, რომ დასავლეთი საკუთარი ეროვნულობის განცდაა გაიგებს?
და ის რომ ვუთხრა, რომ მამაჩემს, კომუნისტური პარტიის წევრს, 124-ე სკოლის დირექტორს 1979 წელს ჯინსები ეცვა და “მაკარტის” სათვალეები ეკეთა ალბათ გაჭედილი კომპიუტერივით ბოლს აუშვებს.
ეჰ, ვერ გაცდა ამათი გონება რაღაც რეზოლუციებს და რობოტის მსგავსად მათში ჩამონტაჟებულ პროგრამას.
თან ეს ნერვული ღიმილი, რომელიც მის სამხრეთ-სკანდინავიურ ნაკვთებს აშკარად არ უხდება.
ღმერთმანი სამწუხაროა ფრიად…”
კომენტარები