მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესებულ მდგომარეობაზე საუბრობს მისი თანაგუნდელი „ენმ“-ს წევრი, ლევან ბეჟაშვილი.
მისი თქმით ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის ჩუმი თანამონაწილეა.
„ბოლო დღეებში, მიხეილ სააკაშვილი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ნაცვლად იმისა, რომ ადეკვატური სამედიცინო დახმარება გაწეოდა მას, ძალით, გაუფრთლებლად სასამართლო პროცესი ჩაუტარეს მას პალატაში. ჩვენ გვაინტერესებს, რატომ ხდება ხელისუფლების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მკვლელობაში ჩუმი მონაწილეობა. ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, როგორია მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა ჩუმი თანამონაწილეობით არიან ჩართულები ამ პროცესში“.
კომენტარები