აშშ–ში მცხოვრები ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:
“თუკი გსურთ რომ ვინმე პოლიტიკოსი ან ოლიგარქი სადმე წავიდეს ან პოსტი დატოვოს,
მსურველებმა უნდა ეცადოთ და უკეთესი საშემოსავლო ადგილი უპოვოთ.
გამგდები არავინაა საქართველოში და მისი ნებით რატო დატოვებს სალაფავ თბილ ადგილს ვინმე?
სადღაც წავიკითხე, დაჭერა ალბათ ვიღაცა სახელიანმა,
რომოო,
მიშა უნდა გადაიყვანონ უცხოეთის კლინიკაშიო და მერე დაწყნარდება ეს შინაგანი ომიო – არა, უკაცრავად, ,,შიდა ომი,, არ უხსენებია,
მერეო ამ მოლაყბეებსო სალაყბო დაეხურებათო,
ანუ,
ჩემისთანა ხალხი ხმას ჩაიგდებსო….
ეს ბიჯო, თუ გოგო თუ ვინც ხარ…
არცერთხელ არასოდეს არ მიხსენებია და ალბათ ასე ათი წელი არ მექნება იმის ბედნიერება, რომ ოპოზიციის პარტიის გაფლანგული თუ მითვისებულ ფულზე სიტყვა დავძრა – მე მთვარეზე კიარ გავზრდილვარ, იმერელი სამტრედიელი ვარ და მიყვარს კაი ჭამასმა, თანაც პროფესიულად დანამდვილებით ვიცი რომ ჭამასმა ყველას ესაჭიროება.
ამიტომაც,
ჩემი აზრია რომ
ჭამეთ ბიძიბაბუებო და ბიცოლებო რაც გინდათ,
ოღონდაც საქმე აკეთეთ.
საქმის კეთების შედეგს თუ ვერ დებთ, ოლიგარქი ყოვლისშემძლეაო ამის გამო,
სურვილის და აქტივობის დასტური მაინც დადეთ – ვის რა თხოვეთ წერილობით და რა პასუხი მიიღეთ – აი ეს მაინც.
საქმე ათი წელია არ გიკეთებიათ და ახლა სააკაშვილის ჩამოსვლამ და პატიმრობამ შეგიშალათ ხელი?
სადისკუსიო თემებიც კი არ გაქვთ.”
კომენტარები