უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის ინფორმაციით, რუსეთმა 200 ათასი ჯავშანჟილეტისა და ზამთრის ტანსაცმლის 500 ათასი კომპლექტის ყიდვა სცადა მესამე ქვეყნების დახმარებით, თუმცა თურქეთისგან უარი მიიღო.
„ჩვენ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია თურქეთიდან და ჩვენი პარტნიორებისგან, რომ რუსები ცდილობდნენ 200 000 ტყვიაგაუმტარი ჟილეტისა და ზამთრის ტანსაცმლის 500 000 კომპლექტის შეკვეთას მესამე ქვეყნების მეშვეობით. ეს ნიშნავს, რომ მათ პრობლემები აქვთ. სხვათა შორის, თურქმა პარტნიორებმა მათ უარი უთხრეს“
მისივე თქმით, ომში რუსეთის ფედერაციის დამარცხება რუსეთში რეჟიმის შეცვლას გამოიწვევს.
კომენტარები