რამდენიმე დღის წინ ბლოგერმა და სამოქალაქო აქტივისტმა დომენიკ მანგომ სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა და საზოგადოებას მისთვის „აიფონ 14 პრო მაქსისთვის“ თანხის შეგროვება სთხოვა, ამ მის თხოვნას საზოგადოებისგან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, ბევრი მას ამის გამო კიცავდა და ლანძღავდა, ბევრიც წერდა რომ მას სხვა რამე ჰქონდა ჩაფიქრებული, დომენიკ მანგოს თანხა როგორც ჩანს მაინც ჩაურიცხეს. მოგვიანებით კი მან ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მღვდლის სამოსელში შემოსილი, ხელში 8 ტელეფონით გამოჩნდა.
როგორც ირკვევა მანგოს თანხის შეგროვება სწორედ ბავშვებისთვის ტელეფონის საყიდლად სჭირდებოდა.
მან ვიდეო სათაურით დადო :
მღვდლისთვის” ხალხის “ნაყიდი” Iphone 14 Pro Max – გაექეცით ამპარტავნებას! 8 ბავშვს ახალი მობილური ექნება!
აღნიშნული ვიდეო სავარაუდოს ფეისბუქმა დაბლოკა.
შემდეგ კი მანგოს კედელზე გაჩნდა ასეთი პოსტი ფოტომტკიცებულებით :
“პირველი მობილური ჩვენს თამთას გადაეცა …
თამთასთვის და მშობლისთვის შეძენილია ბილეთები გერმანიაში გასამგზავრებლად. ეს არის ბავშვი, რომელიც ხოხვით დადის და რომელიც საქართველოში კიდევ უფრო დააზიანეს ექიმებმა. ბილეთებში 1655 ლარი დაიხარჯა. თამთა ფეხზე უნდა დადგეს!”
კომენტარები