ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი:
“პრაღაში გამართული სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებები შესაძლოა მართლაც ისტორიული გახდეს კავკასიისთვის (მათ შორის ჩვენთვისაც) და აი რატომ:
გარდა იმისა, რომ მხარეებმა აღიარეს ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა, შეთანხმდნენ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩადგება ევროკავშირის სამოქალაქო მისია.
ამით რუსეთი კარგავს მნიშვნელოვან ბერკეტს ამ ორი ქვეყნის შეხების წერტილის სახით, რასაც რუსეთი მუდმივად მანიპულაციისთვის იყენებდა იმ მიზნით, რომ ეს ორი ქვეყანა მოსკოვის ორბიტისთვის მიება.
დღეს აღარავინ ეკითხება მოსკოვს ამ საკითხს, რადგან ყველა ხედავს, რომ იგი კატასტროფული სიჩქარით სუსტდება.
მოკლედ, ევროკავშირი ავსებს რუსეთის მიერ გაჩენილ ვაკუუმს კავკასიაში და ეს ჩვენთვისაც კარგია.
მშვიდობა და მეტი დასავლეთი კავკასიაში!”
კომენტარები