ალა პუგაჩოვას შვილიშვილი ნიკიტა პრესნიაკოვი სამხედრო მობილიზაციას დაექვემდებარა. ის ჯარში პირდაპირ თეატრიდან, რეპეტიციის მიმდინარეობისას წაიყვანეს. ამის შესახებ რუსული მედია თეატრთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
თეატრის პრესსამსახური და პრესნიაკოვის პიარ-მენეჯერი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.
რუსული მედია წერს, რომ მობილიზაციას შეიძლება დაექვემდებაროს ალა პუგაჩოვას მეორე შვილიშვილი, 24 წლის დენი ბაისაროვიც, რადგან მას აქვს შესაბამისი სამხედრო სპეციალობა, ის კადეტთა სასწავლებლის კურსდამთავრებულია.
თავად ალა პუგაჩოვა და მისი მეუღლე მაქსიმ გალკინი შვილებთან ერთად ისრაელში იმყოფებიან. რუსული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებს ქვეყნის დატოვება უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაგმობის გამო მოუწიათ.
კომენტარები