მედიის ცნობით, იაპონიის მინისტრთა კაბინეტი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა, რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის გამო.
სანქციების სიას 81 ფიზიკური პირი და 9 სუბიექტი დაემატება. მათ შორის არიან პრორუსი სეპარატისტები აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში. სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდნენ სამხედრო სფეროსთან დაკავშირებული მაღალჩინოსნები და ორგანიზაციები.
იაპონიის კაბინეტის მთავარი მდივნის მოადგილის, განცხადებით, რუსეთი ე.წ რეფერენდუმებით და უკრაინის ოთხი რეგიონის „შეერთებით“ უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისო სამართალს არღვევს, რასაც იაპონია კატეგორიულად გმობს.
რუსული ძალების მხრიდან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, იაპონიამ რუსეთში ინვესტიციები შეამცირა და არაერთი ბანკისა თუ მოქალაქის აქტივები გაყინა, მათ შორის არიან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შვილები და საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები.
კომენტარები