“ენმ”–ის წევრი, გიორგი ბარამიძე, “ტვ პირველთან”, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განხადებას, რომ “მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ როგორი რთულიც არ უნდა იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, საპროტესტო აქციები არ დაიგეგმოს”, პასუხობს და ამბობს:
“გზავნილი მიხეილ სააკაშვილისგან, რომ მისი ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, პარტიამ აქცია არ გამართოს, არ მიმიღია. არა მაქვს ამის თაობაზე ინფორმაცია, რომ ასეთი რამ ეთქვა.”
გიორგი ბარამიძე, ეხმაურება ვალერი გელბახიანის კიდევ ერთ ნათქვამს: “სააკაშვილი ასეთი კონსტრუქციული პრეზიდენტობის დროსაც კი არ მახსოვს, ყველა ზომას ხმარობს, რომ რაიმე რადიკალური, საეჭვო განცხადება არ იქნეს გადადგმული, რომელიც ხელს შეუშლის ამ პროცედურას.”
გიორგი ბარამიძე:
“ვუსმენდი ვალერი გელბახიანს და მინდა ვთქვა, არავის დარჩეს შთაბეჭდილება, ვალერი გელბახიანის საუბრიდან შეიძლება ვიღაცამ მცდარად ასეთი დასკვნა გამოიტანოს, მით უმეტეს, რომ მავანი და მავანი ამას ცდილობს და საკმაოდ ბინძური ენები საუბრობენ, რომ თითქოს სააკაშვილი მზად არის ხელისუფლებას გაურიგდეს რაღაცაში, რაღაცა დათმოს თავისუფლების მისაღებად. არა, სააკაშვილი არ არის ვიღაცა, რომ ასეთი რაღაცეები ილაპარაკონ მასზე, სააკაშვილი არის საქართველოს თანამედროვე გმირი.”
კომენტარები