“ნოდარ მელაძის შაბათის” ინფორმაციით, მათ მოიპოვეს მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ სუს-ის თანამშრომლები უსმენენ ადამიანებს, რომელიც “ქართულ ოცნებას” ემსახურებიან, ,მათ შორის, დეპუტატებს, უმრავლესობის ლიდერებს. უსმენენ და იწერენ როგორ ლანძღავენ “ოცნების” ლიდერები ერთმანეთს, როგორ საუბრობენ ცოლებთან, როგორ ჩხუბობენ ოჯახის წევრებთან და ა.შ.
მედიის ცნობით, სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენს ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებსაც კი.
“ოცნების” ყოფილი დეპუტატი და ამჟამად საქართველოს ელექტრო სისტემაში დასაქმებული ზარდიაშვილმა “შაბათის ეთერთან”, კახი კახიშვილსა და მას შორის შემდგარი, სატელეფონო საუბრის სტენოგრამა თავად წაიკითხა. ის სუს-ის მიერ გაშიფრული დიალოგის ავთენტურობას ადასტურებს, კომუნიკაციის შინაარსიც ზუსტად ახსოვს, თუმცა, ამტკიცებს, რომ ეს არ არის პირადი საუბარი და თურმე, საუბარი იმის შესახებ, რომ ოცნება დეპუტატობის კანდიდატებს არ ეხმარება, 300-400 ადამიანის თვალწინ მიმდინარეობდა.
ფაილების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას კახი კახიშვილს ეჭვი ჰქონდა, რომ ვანო ზარდიაშვილმა, რომელიც ხუთი დეკმებრის ქუჩაზე დაიბადა და გაიზარდა, უბანში ბრძანება გასცა კახიშვილის სასარგებლოდ არ ემუშავათ.
მედიამ გამოაქვეყნა ვანო ზარდიაშვილის და დეპუტატ კახი კახიშვილი საუბრის სტენოგრამაც, სადაც ისინი “ოცნების” ლიდერებს ლანძღავენ.
ფაილების მიხედვით, სუს-ი აკონტროლებდა კახი კახიშვილის ყველა ნაბიჯს. კონტროლდებოდა მისი კერძო ვიზიტები საზღვარგარეთ, მაგალით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უფროსობას შეტყობინებას იმ დროსაც კი უგზავნიდა, როდესც კახი კახიშვილი ტელეფონით რაიმეს ჯავშნიდა, აკონტროლებდნენ როდის მიდოდა ის კორონავირუსზე ტესტის გასაკეთებლად და როდის რა კომუნიკაცია ჰქონდა, მის პირად ასისტენტთან.
სუსი უსმენდა მამუკა მდინარაძესა და ირაკლი კობახიძესაც, სტენოგრმამებიდან ჩანს, რომ პარლამენტში შესულ ოცნების ლიდერებს ომი ჰქონდათ კომიტეტის თავმჯდომარეობის პოსტებზე.
ირკვევა, რომ მამუკა მდინარაძის სატელეფონო ზარებსაც უსმენდნენ, შიფრავდნენ და აარქივებდნენ.
“შაბათის ეთერი” აქვეყნებს ბიძინა ივანიშვილის ძმის შვილის, ემზარ ივანიშვილის მოსმენების ფაილსაც, ჩანაწერები გაკეთდა მაშინ, როცა დაურეკა სოზარ სუბარს და დაინტერესდა ერთ-ერთი ვეტერანით. სოზარ სუბარმა მას უთხრა, რომ კარგი ადამიანი, მაგრამ მადლიერებას არ იჩენს, ემზარ ივანიშვილმა კი მისი ანგარიშის ნომერი ითხოვა 150 ლარის ჩასარიცხად.
მოსმენების ობიექტი იყო სოზარ სუბარიც – სუს-ში დანოსი დაიწერა იმის შესახებაც, რომ დეპუტატის შვილს covid-19 დაუდასტურდა. მაგალითად სუს-მა შეადგინა ცნობა, რომ 2020 წლის 25 აგვისტოს სოზარ სუბარს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და ლოგინიდან ადგომა უჭირდა. სოზარ სუბარს მაშინაც უსმენდნენ, როდესაც ურეკავდა მეგობარი ადვოკატი და დაკავებული ქმრის გათავისუფლებას სთხოვა. ოპერატიული ცნობის სახით დევს სუს-ის არქივში ცნობა იმის შესახებაც, როგორ არ დაეხმარა სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოზარ სუბარი ფინანსურად, 2009 წ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობის წინ პოლიციის თანამშრომელებთნ დაპირისპირების დროს დაზარალებულ, ირაკლი ხომასურიძეს.
წყარო – ტვ პირველი
კომენტარები