ფოტოკოლაჟი – ტვ პირველი
ტრაგედია 7 აგვისტოს წყალტუბოში დატრიალდა. 34 წლის თეონა დოღანაძე სოფელ პატრიეკთში მეუღლესთან და 5 მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. ადგილობრივებმა ქალის განწირული ყვირილის შუადღისას გაიგეს, ცეცხლმოკიდებული თეონა შველას ითხოვდა.
პოლციამ შემზარავი ტრაგედიიდან ორი თვის თავზეც ვერ დაადგინა რა გახდა 37 წლის ქალის, 5 შვილის დედის სიკვდილის მიზეზი.
გარდაცვლილის ბებია, 84 წლის ნანი ჭრელაშვილი დარწმუნებულია, რომ მის შვილიშვილს ბენზინი ქმარმა გადაასხა და ცეცხლი მოუკიდა. ხანდაზმული ამტკიცებს, რომ ხუთი შვილის დედაზე ქმარი სისტემატიურად ძალადობდა.
კლინიკაში გადაყვანის მომენტში 5 შვილის დედა კონტაქტური იყო, თუმცა რამდენმე საათში მოულოდნელად გარდაიცვალა. ის პალატაში მეუღლესთან ერთად მოათავსეს, რომელიც ბებიის მტკიცებით მას დაწვას უპირებდა.
შემზარავი ტრაგედიის საქმეში, უბედური შემთხვევის ვერსიას ერთი გარემოება თავდაყირა აყენებს, თუ ქალს ქმარმა ბენზინი შემთხვევით გადაასხა, მაშინ რატომ ჰქონდა მას დაზიანებები ყელის არეში?!
კაცი, რომლსაც ცოლის ჯერ განზრახ დაწვაში და შემდეგ მკვლელობაში ადანაშაულებენ, 35 წლის სოსო შენგელიაა. ის პოლიციამ ერთხელ გამოკითხა, თუმცა არ დაუკავებიათ.
კაცი “შაბათის ეთერთან” ამტკიცებს, რომ ბენზინი ცოლს შემთხვევით გადაასხა, სიგარეტიც შემთხვევით დაუვარდა, რასაც აალება მოჰყვა.
34 წლის კაცი ცოლის სიკვდილში ექიმებს ადანაშაულებს, ამბობს, რომ თეონა დოღანაძე არასწორი მკურნალობის მსხვერპლია.
წყარო – ტვ პირველი
კომენტარები